წარმატების საიდუმლო
წარმატების საიდუმლო
წარმატების საიდუმლო
წარმატების საიდუმლო
წარმატების საიდუმლო
წარმატების საიდუმლო
წარმატების საიდუმლო
წარმატების საიდუმლო
წარმატების საიდუმლო
წარმატების საიდუმლო

წარმატების საიდუმლო


როჭოს ფილოსოფია ემყარება ტერუარის პატივისცემას.
ღვინო ვენახში იბადება და გვჯერა, რომ  ჩვენი ღვინის ხასიათი იქ ყალიბდება.

ვენახში ჩვენ ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებს დაავადებების და მავნებლების კონტროლისთვის, ხოლო  იქ მყოფი  ფრინველები და  მწერები ამაში გვეხმარებიან. ნიადაგის სიდერაცია და რიგების მონაცვლეობით დამუშავება,  აჯანსაღებს და ააქტიურებს ჩვენი ვენახის ნიადაგს. ჩვენი ვენახი მდებარეობს მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე, დაახლოებით 450 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან:
საერთო ფართობი – 2,3 ჰა.
დარგვის წელი - 2017
ნიადაგი - თიხა და ფიქალი
ექსპოზიცია - სამხრეთი / სამხრეთ-დასავლეთი
2019 წლიდან ვენახი სერთიფიცირებულია CAUCASCERT-ის მიერ.
ყურძენი იკრიფება ხელით,  ყუთებში თავსდება და ისე მიდის მარნამდე.
ჩაწურვა და დუღილი ხდება  ქვევრში, კლერტის გარეშე, ჭაჭასთან სრული კონტაქტით.
დავარგება გრძელდება შემდეგი 12-24 თვე.
2020 წლიდან ღვინოები  სერტიფიცირებულია CAUCASCERT-ის მიერ.