ვაინ ექსპო 2023

გამოქვეყნებულია: დეკამბერი   06, 2023


2-4 ივნისი, 2023
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო
გამოფენა რეგიონში, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო
კომპანიების ღვინო, ალკოჰოლური სასმელები და სხვა თანმდევი პროდუქტები..
სამი დღის განმავლობაში გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ
გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის 200 კომპანიის ღვინოს, ასევე ინფორმაციას ღვინის
ინდუსტრიაში ტექნოლოგიების, მანქანებისა და მომსახურების შესახებ. გამოფენის
ფარგლებში ჩატარდა Winexpo Forum .
ტრადიციულად, გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის მე-13 საერთაშორისო
კონკურსი - 13th International Wine Award . კონკურსზე წარდგენილი 250-მდე ღვინო
ენოლოგებით, საერთაშორისო ექსპერტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა
ჟიურიმ შეაფასა. ჟიურიში შედიოდა ღვინის ცნობილი 11 ოსტატი და სომელიე 5
ქვეყნიდან.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობდა ღვინის ცნობილი ოსტატი დიდი
ბრიტანეთიდან ტიმ ატკინი - მრავალი ჯილდოს მფლობელი, ღვინის მწერალი, Harper's,
Decanter და მრავალი სხვა პუბლიკაციის ავტორი.

როჭოს ვენახების ჯილდოები:
მწვანე კახური ქვევრი 2021. ვერცხლის მედალი.
რქაწითელი ქვევრი 2021. ვერცხლის მედალი.

ვაინ ექსპო 2023
ვაინ ექსპო 2023
ვაინ ექსპო 2023
ვაინ ექსპო 2023
ვაინ ექსპო 2023
ვაინ ექსპო 2023